5 სექტემბერი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წელს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ქრისტიანობა და ეკონომიკა“. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში კვლევის შედეგებს ხუთი ქვეყნის 80-მდე მეცნიერი წარმოადგენს. ქართველი, გერმანელი, უკრაინელი, ლიტველი და ბელორუსელი მომხსენებლები ეკონომიკაში რელიგიური ფაქტორების მნიშვნელობაზე, თეორიულ-მეთოდოლოგიურ ასპექტებსა და სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებზე იმსჯელებენ.