
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ”სწავლების მეთოდები”. სწავლება ტემპუსის საგრანტო პროექტის ”530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR: MASTER IN HIGHER EDUCATION MANAGEMENT: DEVELOPING LEADERS FOR MANAGING EDUCATIONAL TRANSFORMATION” ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების მეორე ეტაპი გაიმართა და მიზნად ისახავდა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებისათვის სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობას. პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორმა ლელა თავდგირიძემ ტრენინგის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში სწავლება–სწავლის მიდგომები, სტრატეგიები, შეფასების თანამედროვე პრინციპები, კრიტერიუმები, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის სპეციფიკა წარუდგინა.
| უკან |




