
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიტანულ ცენტრთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელება და მათში ბსუ-ს სტუდენტების მაქსიმალური ჩართვა.
სამომავლოდ, ბრიტანული ცენტრი უნივერისტეტთან ერთად ინგლისურ ენაში ოლიმპიადას გამართავს, რომელშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ჩაერთვებიან. ბრიტანული ცენტრი ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდ სკოლააამიერკავკასიაში, რომელიც 10 წელია ფუნქციონირებს.
| უკან |







