საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2016 წლის 29, 30, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
-
განცხადება;
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-
სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/სტატუსშეწყვეტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2016 წლის 29, 30, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
-
განცხადება;
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-
სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
-
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 6, 7, 8 სექტემბრის ჩათვლით;
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს (ბრძანების გამოცემამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) ფინანსურ დავალიანებას;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი №1 (კანცელარია)
ტელ: 577 14 10 70;
აკადემიური საბჭოს დადგენილება №51, 11 ივლისი 2016 წელი
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის/შიდა მობილობის კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ
რექტორის ბრძანება №01-08/38, 21 ივლისი 2016 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გარე და შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ.
რექტორის ბრძანება №01-08/37, 21 ივლისი 2016 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის (შიდა მობილობის) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე