ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 7 სტუდენტს (ინგლისური და თურქული ფილოლოგიის, თარგმანმცოდნეობის მიმართულებით) საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრით სწავლა გააგრძელონ აღნიშნულ უნივერსიტეტებში.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
უნდა იყოს ბაკალავრიატის მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი;
-
უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
ენის ცოდნა (თურქული ან ინგლისური) არანაკლებ B1.
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV (ქართულ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ქართულ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4 სტუდენტი
თვიური სტიპენდია 150$
მგზავრობას უზრუნველყოფს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს.
ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტი
3 სტუდენტი
მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 10 დეკემბერი, ბსუ-ს კანცელარია.