33#ცინცაძე მერი#პროფესორ მერი ცინცაძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვნის ენათმეცნიერების განვითრებაში. ცნობილმა მეცნიერმა ქართველ მკვლევართა შორის პირველად ისაუბრა კლარჯულ კილოზე, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოეტანა ქართული ენათმეცნიერებისათვის უცხო დიალექტის მასალები, სისტემატიურად მონაწილეობს ექსპედიციებში, ისტორიულ ტაოში, შავშეთსა და კლარჯეთში. ქალბატონ მერის გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: „ქართულად ხსნილად უბნობდი!“ (თბილისი, 2013); „შავშეთი“ (ავტორთა ჯგუფი, თბილისი, 2011); „სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII სს)“ მ.ფაღავას თანაავტორობით (ბათუმი, 1998). დაბეჭდილია მისი ათეულობით სტატია. ეწევა სარედაქციო საქმიანობას, არის რედაქტორი წიგნებისა. ემერიტუს პროფესორი მერი ცინცაძე წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ძველ და ახალ ქართულ ენაში, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში, უძღვებოდა არა ერთ სპეცკურსს.

სურათი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა