შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის დაინტერესებულ მხარეთა მე-4 კონფერენცია

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციაში:,, შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის დაინტერესებულ პირთა კონფერენცია - 2017’’.

კონფერენციის მიზანია შავი ზღვის  რეგიონული კავშირების გაძლიერება საზღვაო თანამშრომლობის გზით, შავი ზღვისა და სანაპიროს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, ლურჯი ეკონომიკის ზრდა, ინოვაციების მხარდაჭერა ბიზნეს სექტორში, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელება.

ფორუმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის საგამოფენო სივრცეში განთავსდა ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერების, გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის,  გრეიფსვალდის ტორფნარების სამეცნიერო ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია: “კოლხეთის დაბლობის გრძელვადიანი გეგმა - ახალი გამოწვევები ახალი პერსპექტივები“ .

მდგრადი ლურჯი ეკონომიკისა და  კოლხეთის დაბლობის ტორფნარების  კვლევების შემდეგი განვითარების მიზნით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში  დაიგეგმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და დაცვის მიმართულებებით კონკრეტული ქმედებების განხორციელება  სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა