საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ,,ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გახსნეს. ღონისძიება ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალი - ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევები.
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმო უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციებმა საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარეს და ინტერაქციული გამოფენები წარმოადგინეს.
სამეცნიერო ფესტივალის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის პროგრამა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
ქიმიის მიმართულებით - ვულკანი ჯამში (ან ვულკანი ჭიქაში), ოქროს წვიმა, ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი (ეგვიპტის ღამე), საიდუმლო მელანი, ჯადოსნური რძე;
ბიოლოგიის მიმართულებით - ფერის ცვლადი ქისა, დნმ ხახვის უჯრედებიდან, ფოტოფირის კატრიჯის „აფეთქება“, ფილტვის მოდელი (სუნთქვა), მოცეკვავე ქიშმიშები, მცენარეებში წყლის ტრანსპორტი, კოლა და დიეტური კოლა;
მედიცინის მიმართულებით - პირველადი დახმარება, სისხლის ჯგუფის განსაზღვრა, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში, სამედიცინო მანიპულაციები.
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ფიზიკის მიმართულებით - წარმოდგენილი იყო ტექნიკური დისტანციური ლაბორატორია, სტუდენტთა გამოგონებები, გამორჩეული პროექტების სადემონსტრაციო მოდელ-მაკეტები: ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოთათვის, რომელიც მათ შენობასა და შენობის გარეთ გადაადგილებაში ეხმარება და ხელსაწყო აგრარული გაზომვებისთვის, რომლის საშუალებითაც მიწისა და ჰაერის ტენიანობის, ტემპერატურის და მიწის მოსავლიანობა იზომება.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
გაცოცხლებული არქეოლოგია: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად მოეწყო არქეოლოგიის კუთხე ექსპონატებით, “საბავშვო არქეოლოგია“;
„რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე“ - წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი, ჯარისკაცის ცხოვრებასთან, საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები და რომაული კერამიკული ნაწარმი. მოეწყობა სანახაობა „გლადიატორები“;
სამეცნიერო გამოცემების გამოფენა (დაფინანსებული საგრანტო
პროექტები); ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია: პონტოელი ბერძნები აჭარაში: წარსული და თანამედროვეობა.
იურიდიული ფაკულტეტი:
კრიმინილასტიკის ლაბორატორია - ადამიანის ხელის კვალის ანაბეჭდის აღება მინის ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, რაც გამოიხატება კვალის აღმოჩენაში, მის დამუშავებასა და შესაბამისი წესით ამოღებაში. აღნიშნული პროცედურა განხორციელდება შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ადამიანის ხელის კვალისა და მიკრონაწილაკების აღება ქაღალდიდან შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით;
ადამიანის ფეხის კვალის აღება, როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ტექნოლოგიური ფაკულტეტი:
FAB LAB BSU - სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის
პროექტებისა და კონსტრუქციების გამოფენა. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებული შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების, სხვადასხვა ნაკეთობას ადგილზევე გაცნობოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ მაკეტების დამზადების პროცესში. სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნაკეთობების მოხატვასა და მაკეტების აწყობაში.
მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტი:
მიკროფილტრაციული აპარატი, რომელიც გამოიყენება
თხევადი კვების პროდუქტების ფილტრაციისთვის მათთვის გამჭირვალობის და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის მისანიჭებლად. მიკროფილტრაციულ აპარატზე მოხდა ინსტიტუტში დამზადებული ღვინის ფილტრაცია;
ელექტროდიალიზური აპარატი, რომელიც გამოიყენება მეტალთა იონების შემცველი წყლების დაწმენდა- გაუვნებელყოფისთვის და ღირებული იონების რეკუპერაციისთვის. ჩატარდა სპილენძის სულფატის ხსნარის ფილტრაცია-კონცენტრირება;
ბლანტი ექსტრაქტების დემინერალიზატორი, რომელიც გამოიყენება ელექტროდიალიზის მეთოდით პექტინის ლაბის ბალასტური იონებისგან დასაწმენდად. ნაჩვენები იყო ციტრუსისგან მიღებული სუფთა დემინერალიზებული პექტინი.
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი:
მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა.
კლინიკის დანიშნულებაა მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დიაგნოსტიკა და ბრძოლის რეკომენდაციების გაცემა. წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო და სხვა მნიშვნელოვანი მცენარეული კულტურების დაავადებულ ნიმუშებს. სპეციალისტებმა იქვე ადგილზე განსაზღვრეს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების, მავნებლების დიაგნოსტიკა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსაზღვრა. დაავადებული ნიმუშები გროვდება და შემდგომი ღრმა კვლევისთვის გადაეცემა ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას, რის შემდგომაც დამატებით ხდება ინფორმირება წინასწარ ჩანიშნულ მისამართზე.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
წარმოდგენა - კოსტიუმირებული ჩვენება: „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“
წარმოდგენილმა პროექტმა განიხილა ანტიკური სამოსისა და მასთან განუყრელად დაკავშირებული ტექსტილის განვითარების საფეხურები.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს კოსტიუმირებული ჩვენება. თითოეული კოსტიუმის პრეზენტაციის დროს მონიტორზე ნაჩვენები იყო სლაიდშოუ მოკლე ანოტაციით ანტიკური მუსიკის ფონზე.
ბაუ - საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტებმა აჩვენეს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ უნარ-ჩვევები. პირველად დახმარება გაუწიეს მზის დაკვრის, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებისას, გონების დაკარგვისას. რადგან უნივერსიტეტს მხოლოდ პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ჰყავს, აღნიშნულ წარმოდგენას ჰქონდა ამ დონის სტუდენტისათვის აუცილებელი კომპეტენციების დემონსტრირების სახე. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს პაციენტის როლი და ამით საზოგადოებას წარუდგინეს თავიანთი სამსახიობო ტექნიკა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
განსახილველი საკითხები: პირველადი გადაუდებელი
დახმარების აღმოჩენა, სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა, გულის ხელოვნური მასაჟი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ტექნიკა; პირველი გადაუდებელი დახმარება წყალში დახრჩობის შემთხვევაში, პირველი დახმარება სისხლდენების დროს, ნახვევის დადება.
ტრენინგის დროს გამოყენებული იქნება ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმის BLS მულაჟი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ენერგიის ალტერნატიული წყაროები
გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის ექსპერიმენტები
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ბაქტერიოლოგიური ნიადაგები, რომლებზეც გაიზრდება სხვადასხვა დაბინძურებული წყაროდან მიღებული ნიმუშები, მაგალითად: მობილური ტელეფონიდან, ფულიდან, კომპიუტერის კლავიატურიდან, ონკანის სახელურიდან, სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებიდან, დაბანილი და დაუბანელი ხელებიდან და ა.შ.;
ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები, რისთვისაც მათ მიეცათ ბაქტერიოლოგიური ნიადაგის შემცველი სუფთა ფინჯნები. ბავშვებმა ისწავლეს როგორ ჩაატარონ ცდები, როგორ დაიცვან თავი ინფექციებისაგან და სხვა სანიტარული წესები.
ასევე წარმოდგენილი იყო ბაქტერიოლოგიურ ნიადაგზე გათესილი ე.წ. სასარგებლო ბაქტერიებიც, რომლებიც მონაწილეობენ მაწვნის, ღვინის, ლუდის და სხვა რძემჟავა
და ალკოჰოლური სასმელების ფერმენტაციის პროცესებსა და პურის ცხობაში.
მიკროსკოპის გამოყენებით ბავშვებმა ნახეს სხვადასხვა ფორმის მიკროორგანიზმები. მათთვის ხილული გახდა მიკროსამყაროს ის მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს.
მოეწყობა ვიქტორინები: სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დაურიგდათ გასაფერადებელი სურათები მიკრობების გამოსახულებით და ა.შ.
პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
თემა: ეს თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ.
ნაჩვენები იყო ზედაპირული დაჭიმულობის ძალასთან დაკავშირებული ცდები. ექსპერიმენტში გამოყენებული იყო საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები და მათ ბაზაზე მიღებული მასალები.
1. როგორ წარმოიქმნება ქაფი?
2. როგორ მივიღოთ მდგრადი ქაფის ბუშტები?
3. როგორ გავბეროთ საპნის ბუშტი საპნის ბუშტში?
4. როგორ გავბეროთ 2 მეტრი სიგრძის საპნის ბუშტი?
5. წყლის ფსკერზე ყველაფერი სველია?
6. ქაფის „ქიმიური გენერატორი“.
თემა: ქიმია და სპეცეფექტები.
ნაჩვენები იყო ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც გამოიყენება სპეცეფექტების შექმნისას:
1. დროებითი სისხლის ლაქა;
2. ჭრილობა ბლაგვი დანით;
3. ქიმიური ვულკანი;
4. ცეცხლი ასანთის გარეშე;
5. ფეიერვერკი ჭიქაში;
6. წყალი წვავს ქაღალდს.
თემა: გახადე უხილავი ხილული.
ნაჩვენები იყო ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა იონის აღმოსაჩენად:
1. ქიმიური ლოტო - სპილენძისა და ნიკელის იონების აღმოჩენა;
2. „ქამელეონი“ რეაქცია;
3. უხილავი მელანი;
4. ტყვიის ნიტრატის აღმოჩენა;
5. ცილის აღმოჩენა.
თემა: ქიმია ლამაზი მეცნიერებაა.
ნაჩვენები იყო ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც ლამაზი ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა:
1. ცხელი ყინული;
2. ლამაზი ქიმია;
3. გიგანტური ქაფი;
4. ნახშირი შაქრისაგან;
5. ქაღალდის ამოწვა;
6. ოქროს წვიმა.
L.E. ცენტრი
მარტივი რობოტიკა - ბავშვებმა ადგილზე ააწყეს და დააპროგრამეს რობოტები;
ტექნოლოგია და ფიზიკა - მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გამოეცადათ, როგორ მიიღება ენერგია განახლებადი წყაროებიდან.
რთული რობოტიკა - მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ როგორ მუშაობენ რობოტები და სურვილის შემთხვევაში დაეპროგრამირებინათ.
საქპატენტი
თემა: გამოგონებები და ინოვაციები ჯგუფი: III-VI კლასის მოსწავლეები
აქტივობის ამოცანა: ადამიანის ცხოვრებაში გამოგონებებისა და ინოვაციების როლის გააზრება; საინტერესო გამოგონებების შესახებ ინფორმაციის მიღება; მნიშვნელოვანი გამოგონებების/ინოვაციების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა; ორიგინალური იდეების გენერირება ინოვაციური პროდუქტის მოსაფიქრებლად ან გასაუმჯობესებლად; გამოგონებების როლისა და იმ ადამიანთა შრომის დაფასება, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. მასალა: საქპატენტისა და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ შექმნილი საბავშვო ზღაპრები (საკითხავი წიგნები) ინოვაციების შესახებ; მინიშნებები; პრეზენტაციები გამოგონებების შესახებ; სქემები.
აქტივობის შინაარსი: კითხვისთვის მომზადება; ზღაპრის კითხვა; ცნობილი ინოვაცი(ებ)ის პრეზენტაცია - მიზეზი და შედეგი; მსჯელობა გამოგონების შესახებ (ასოციაციური რუკის შექმნა); გამომგონებლის სქემის შევსება - გამოგონების შექმნა;
ინფორმაცია თანამედროვე გამოგონებების შესახებ (ინტერნეტი, wifi და ა.შ.).
P.S. ბავშვებს საჩუქრად ზღაპრები დაურიგდათ.
ევროპული სამეცნიერო შოუ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი
კინგსი საქართველო
უკან |