
1938 წლის 7 თებერვალს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა და უნივერსიტეტის ეზოში იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა. გაურკვეველი გარემოებების გამო, XX საუკუნის 90-იან წლებში ძეგლი ბათუმის ერთერთ საჯარო სკოლას გადაეცა. მიმდინარე წლის ნოემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით ბიუსტი ისევ უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ძეგლს რესტავრაცია მოქანდაკე დავით ბოლქვაძემ ჩაუტარა.
| უკან |
