მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ბსუ- მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი

(განახლებულია 23.06.2022 წ)

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების, ,,ბსუ-ში პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქციის” და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დასუფთავების განყოფილება;

ბ) უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო საშუალებების, საკომუნიკაციო სისტემების, ცენტრალური გათბობის სისტემის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალური რესურსის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა;

ბ) უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, საერთო სარგებლობის სივრცეების და მატერიალური რესურსების უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელებისა და პერსონალისათვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ავეჯით/ტექნიკით/მოწყობილობით/მანქანა-დანადგარებით/საგანმანათლებლო/სამეცნიერო/პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური საქმიანობისათვის ან/და სპორტული/კულტურული/შემოქმედებით აქტივობისათვის საჭირო სხვა საქონლით/ინვენტარით/აღჭურვილობით საჭიროებისამებრ მომარაგება, ასევე მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მონიტორინგი და სასაწყობე მეურნეობის მართვა;  

გ) უნივერსიტეტის საქმიანობის პროცესში სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, პერსონალის, მოწვეული სტუმრების ტრანსპორტირება (სასწავლო პრაქტიკა, კონფერენციები, მივლინება, ექსპედიციები, კვლევითი სამუშაოების განხორციელება ან/და სხვა), ასევე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) უნივერსიტეტში ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებული წარმართვა, სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა, უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების შემთხვევაში წინადადებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

ე) უნივერსიტეტში არსებული მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების, საკომუნიკაციო, განათების, საკანალიზაციო,  წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართული ფუნქციონირების ადმინისტრირება, კომუნალური გადასახდელების უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში გადახდის პროცესის ინიცირება;

ვ) უნივერსიტეტის სამედიცინო კაბინეტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული ,,ბსუ-ში პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქციის“ შესაბამისად;

ზ) უსაფრთხოების კამერების, გათბობის სისტემის აღჭურვილობის, სხვა ტექნიკური საშუალებებისა და სამედიცინო ინვენტარის პერიოდულ განახლებაზე ზრუნვა და ამ მიზნით წინადადებების წარმოდგენა;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

ი) უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ფართის, ინვენტარის დასუფთავება, მოწესრიგება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უნივერსიტეტის ფართიდან გატანის/ უტილიზაციის პროცესის ორგანიზება;

კ) უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელით სარგებლობის პროცესის ადმინისტრირება, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული რეგულაციების შესაბამისად;

ლ) უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ფაკულტეტი, სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, დამხმარე სტრუქტურული ერთეული) უფროსთან (ან სხვა უფლებამოსილ პირთან) კოორდინირებული მუშაობით ამ სტრუქტურული ერთეულის სარგებლობაში არსებული მატერიალური რესურსების შეფასება, უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული, ამორტიზებული ან/და ექსპლუატაციისათვის უვარგისი, ჩამოსაწერი ქონების ნუსხის შედგენა და გაუმჯობესების/განვითარების გეგმის/წინადადებების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულთან/მართვის ორგანოსთან თანამშრომლობით შედგენა და წარმოდგენა; 

მ) სხვა შესაბამისი აქტივობების განხორციელება, რაც დაკავშირებულია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ უნივერსიტეტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.

დასუფთავების განყოფილების უფროსი  ხელმძღვანელობს და საერთო კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ფართის (შენობა-ნაგებობები/კორპუსები, ტერიტორია, ეზოები, ბაღი, საერთო სარგებლობის სივრცეები, ლაბორატორიები, სანიტარული კვანძები და სხვა ფართი) დასუფთავებას და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  დებულების ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო (ფუნქციათა) აღწერილობის ან/და სხვა აქტების მოთხოვნათა დაცვით.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველადი სამედიცინო დახმარების  გაწევას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამედიცინო პუნქტის პერსონალი, ასევე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ კორპუსებში (მათ შორის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის, საერთო საცხოვრებელის და სხვა კორპუსში) საამისოდ განსაზღვრული დასაქმებულები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს ტერიტორიაზე პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების ინსტრუქციით“ ან/და შრომითი ხელშეკრულებით/დამსაქმებლის ბრძანებით.

უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, პერსონალის მიერ სარგებლობის წესი, ასევე საერთო საცხოვრებლით სარგებლობის საფასური და ადგილთა რაოდენობა სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის (სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა კონტიგენტის გათვალისწინებით) განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. საერთო საცხოვრებლით სარგებლობის ადმინისტრირება ხორციელდება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელის მენეჯერის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის შინაგანაწესის, წინამდებარე დებულების, ამ პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტების ან/და ბსუ-ს მართვის ორგანოთა სხვა აქტების საფუძველზე.

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია:

დეპარტამენტის უფროსი - როლანდ ხალვაში

ტელ: +995 577420113

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახები N8 (უფროსი) და კორპუსი III, ოთახი N9.

  ბსუ-ს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება (N07-01-06, 10-02-2022წ).
  ბსუ-ს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (N01-10/60, 08.06.2022 წ)
  ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის ადგილთა რაოდენობა სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის (N01-10/96, 25.07.2019 წ)
  ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის საფასური (N01-10/18, 04.03.2022 წ)
  ბსუ-ში პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქცია (N01-11/79, 02.12.2016 წ.)
  ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესი (N01-10/95, 25.07.2019წ)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა