იურიდიული დეპარტამენტი

ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, დეპარტამენტის დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამართლებრივი აქტების პროექტების ინიცირება, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება/შეთანხმება/სამართლებრივი დასკვნების მომზადება/რედაქტირება;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების (რეგულაციების) კოდიფიცირება, შეტანილი ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით და უნივერსიტეტის ვებგვერდზე იურიდიული ცნობარის განახლებისათვის სამსახურებრივი ბარათების წარდგენა;

გ) უნივერსიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;

დ) უნივერსიტეტში გასაფორმებელი სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების ვიზირება/რედაქტირება/შეთანხმება ან/და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ე) უნივერსიტეტის  სტრუქტურული ერთეულების მომართვის საფუძველზე მათი სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის სტუდენტის უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართულებით; 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე, საერთო სასამართლოებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში;

ზ) უნივერსიტეტის პერსონალის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის, ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულების დებულებების, პერსონალის ფუნქციათა აღწერილობების/ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მომზადება;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე უნივერსიტეტის საქმისწარმოების სისტემაში წარმოდგენილი სხვადასხვა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვაში მონაწილეობა; 

ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, სართული პირველი, ოთახი N3

დეპარტამენტის უფროსი - ჟანა ჯიბლაძე

ელ. ფოსტა: zhanajibladze@gmail.com

 

  სამუშაოთა აღწერილობა
  ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (N07-01/30, 04.07.2023 წ.)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა