საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური

ბსუ- სინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური

(განახლებულია 24.06.2022 წ)

ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქციის, ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულების, სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობის და საქმიანობასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.   

სამსახურის ამოცანებია: უზრუნველყოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების (შემდეგში ,,აი-ტი“ ან ,,IT”) ინფრასტრუქტურა ხელს უწყობდეს მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებას; ბსუ-ს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისათვის და პერსონალისათვის მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტი, IT ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, სწავლის, შრომის და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობისათვის; ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდი (www.bsu.edu.ge) ასრულებდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ფუნქციას.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ამოცანების შესრულების მიზნით სამსახური თანამშრომლობს ბსუ-ს სტრუქტურულ ერთეულებთან, მათი კომპეტენციის შესაბამისად (ფაკულტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო კვლევების სამსახური,  სასწავლო პროცესის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულები).

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:

ა) აი-ტი პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის ფორმირება;

ბ) უნივერსიტეტის ვებგვერდის (www.bsu.edu.ge) ადმინისტრირება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქციისა და ბსუ-ს ვებგვერდის ადმინისტრირების წესის შესაბამისად;

გ) ქსელისა და სერვერული სისტემების მიმართებით შემდეგი ფუნქციების შესრულება: უნივერსიტეტის სერვერების (ელ-ფოსტა, ვები, სტატისტიკა, კრიტიკული ინფორმაციის რეზერვირება DNS) გამართული ფუნქციონირება და უსაფრთხოება;  უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში/კორპუსებში, მათ შორის პროფესიული განათლების მართვისა უწყვეტი განათლების ცენტრში და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში კომპიუტერული ქსელის დაგეგმვა, ფუნქციონირების მხარდაჭერა და მონიტორინგი; პროვაიდერებისაგან მოწოდებული ინტერნეტ-სერვისების გადანაწილება, მიწოდება და მონიტორინგი უნივერსიტეტის კორპუსებისათვის; უნივერსიტეტის სერვერული პარკისა და ქსელის მართვის მოწყობილობების (მარშრუტიზატორები, კომუტატორები, ფაირვოლები, უსადენო წვდომის წერტილები) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათი კონფიგურირება და ადმინისტრირება; WWW, DNS, SMTP, FTP, e-Learning, VPN და სხვა სერვისების გამართვა და ადმინისტრირება; უნივერსიტეტის სასწავლო, საფინანსო და სხვა მონაცემთა ბაზების ტექნიკური ადმინისტრირება და სხვადასხვა სახის კონსულტაციების გაწევა;

დ)  საინფორმაციო ტექნოლოგიების IT რისკების მართვა; IT პროცესების სისტემის ეფექტიანობის შემოწმება; უნივერსიტეტის სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების კონტროლი (მნიშვნელოვანი მონაცემების პერიოდული დაარქივება და შენახვა; სერვერებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც გარე შეტევების დეტექტირებისა და აღკვეთის, ასევე შიდა ქსელიდან წარმოქმნილი მავნე ქმედებების აღკვეთის სახით; კომპიუტერულ ქსელში დაშვების დონეების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი რეალიზაცია და სხვა);

ე) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ბიბლიოთეკის აი-ტი მხარდაჭერა, რაც მოიცავს ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერული ქსელური ინფრასტრუქტურის ინსტალაციას, მონიტორინგსა და მხარდაჭერას;

ვ) ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით შემდეგი ფუნქციების შესრულება: უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; კლიენტური აპარატული უზრუნველყოფის (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეტბუქები და პლანშეტები) მხარდაჭერა და წვრილმანი რემონტი, ქსელური ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა; უნივერსიტეტის საბეჭდი, ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების მხარდაჭერა და მათი სახარჯი მასალების ინსტალაციის უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის პერსონალისათვის ტექნიკური კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით ან სხვა დისტანციური ფორმით დახმარების აღმოჩენა;

ზ) უნივერსიტეტის აი-ტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით შესაბამისი აქტივობების განხორციელება (კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების აღრიცხვა და მონიტორინგი; უნივერსიტეტის სივრცეში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის მიზნით შესაბამისი მაკომპლექტებელი მარაგების შექმნის უზრუნველყოფა; შესაძენი აპარატურის ტექნიკური მოთხოვნებისა და სატენდერო მასალების მომზადების განხორციელება, შეძენილი აპარატურის გამართვასა და დანერგვაში მონაწილეობა; შესყიდული აპარატურის ექსპერტიზის განხორციელება და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, სასწავლო კორპუსებსა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების, აღრიცხვის და მონიტორინგის განხორციელაბა; უნივერსიტეტის კომპიუტერული კლასების მუშაობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია);

თ) კრიტიკული სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;  უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევითი და ადმინისტრაციული საქმიანობის მიზნებისათვის გამოსაყენებელი საინფორმაციო სისტემების საჭიროების შესწავლა, დაგეგმვა, დანერგვა და უკვე არსებული სისტემების მხარდაჭერა/ოპტიმიზაცია;

ი) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მხარდაჭერა; უნივერსიტეტის ელექტრონული რესურსების (ოფიციალური ვებგვერდის, სოციალური ქსელების, ბსუ-ს საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის, საბიბლიოთეკო ელექტრონული რესურსების) მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, სასწავლო პროცესის დეპარტამენტთან, საქმისწარმოების სამსახურთან, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრთან, ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;

კ) ვიდეოკონფერენციების კომუნიკაციური უზრუნველყოფა უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების და პერსონალისათვის;

ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდი ასრულებდეს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას (არსებული მონაცემები/ინფორმაცია უნდა განახლდეს რეგულარულად, რათა დაცული იქნეს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი). ბსუ-ს ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს აწვდის ბსუ-ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, კომპეტენციის ფარგლებში. ინფორმაციას, რომელიც ეხება ბსუ-ს სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს და მათ სასწავლო პროცესს, სამსახურს აწვდის შესაბამისი ფაკულტეტი/ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი - პროფესიული განათლების მიმართულებით.

ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის პერსონალის სამუშაო (ფუნქციათა) აღწერილობა დამტკიცებულია ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ასრულებს სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სამუშაოს, ხელმძღვანელობასა და საერთო კოორდინაციას უწევს სამსახურის დებულებით და სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სამსახურის ამოცანებისა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.  სამსახურის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ბსუ- ვებგვერდის ადმინისტრირებაზე/უნივერსიტეტში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე (ელ.ფოსტის  მეშვეობით - web@bsu.edu.ge ).

სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:

სამსახურის უფროსი - ზვიად ბერაძე

ელ. ფოსტა: z.beradze@bsu.edu.ge

სამსახ. ტელ: +995(422) 27 17 96;  მობილური: +995 577 14 10 60

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, კორპუსი I, მე-3 სართული,

  საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება (N07-01/34, 24.06.2022 წ)
  საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (01-10/68, 24.06.2022 წ)
  ბსუ-ს ვებგვერდის ადმინისტრირების წესი (N01-11/47, 14.06.2017 წ)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა