ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ამოცანაა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალის მართვის სისტემის დანერგვა და სრულყოფა, პერსონალის მოზიდვის და შერჩევის პროცედურების ორგანიზებაში მონაწილეობა, უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე დამხმარე პერსონალზე მოთხოვნის განსაზღვრა.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის პერსონალის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება, მათი აღრიცხვა და დადგენილი წესის შესაბამისად შენახვა;

გ) უნივერსიტეტის პერსონალის პირადი საქმეების ინფორმაციაზე დაყრდნობით ელექტრონულ მონაცემთა ბაზის წარმოება;

დ) უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაო ადგილზე გამოცხადების (ყოფნის) ელექტრონული (ბარათების მეშვეობით) და დოკუმენტური აღრიცხვის (ტაბელის) წარმოების კონტროლი, უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით;

ე) უნივერსიტეტის პერსონალის პირად საქმეთა წარმოება და დადგენილი წესის შესაბამისად შენახვა;

ვ) უნივერსიტეტის ნომენკლატურის შესაბამისად რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების საქმისწარმოების ელექტრონული მართვის სისტემაში აღრიცხვა, რეგისტრაცია და დადგენილი წესის შესაბამისად შენახვა;

ზ) უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება, შეფასება, პერიოდული ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

თ) უნივერსიტეტის პერსონალის შრომითი საქმიანობის (შესასრულებელი სამუშაოს, დაკავებული თანამდებობის და შრომის ანაზღაურების ოდენობის) შესახებ ცნობების გაცემა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

 

სამსახურის უფროსი - მარინა ბაგრატია

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995(422) 27–17–85;    

ელ. ფოსტა: m.bagratia@bsu.edu.ge

მისამართი: ქ. ბათუმი  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. N32/35, I კორპუსი, ოთახი N2

დებულება

  სამუშაოთა აღწერილობა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა