საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური, ბუღალტერია და შესყიდვების სამსახური.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირება (უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულების მართვის ორგანოების ჩართულობით მომზადება და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, ასევე საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა);

 ბ) უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის წარმართვა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება (შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, კალენდარული წლის მანძილზე შესასყიდი საქონლის რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრა) და შესყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი;

დ) უნივერსიტეტის ძირითადი აქტივების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალ-დაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება;

ვ) სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ყოველ ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების (საჯარიმო სანქციები და სხვა) შესახებ წინადადების შემუშავება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

ზ) საინვენტარიზაციო საქმიანობის ორგანიზება და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით წარმართვა;

 თ) დეპარტამენტის ამოცანის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, უნივერსიტეტის რექტორისა ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

 აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის (ბუღალტერიის) ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის ფულადი სახსრების დროული და შეუფერხებელი მოძრაობის, აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა და მათზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) პერსონალის შრომის ანაზღაურების, სტიპენდიების და სხვა თანხის (გასაცემლების) დროული დარიცხვა და მათ გაცემაზე მონიტორინგი;

გ) სამივლინებო და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და მოთხოვნების დახურვა;

დ) სალაროს ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;

 ე) საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;

ვ) არაფინანსური აქტივების (ძირითადი საშუალებების) და მცირეფასიანი საგნების სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა;

ზ) სასაწყობო მეურნეობის სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა;

თ) დებიტორ/კრედიტორების ანალიზური აღრიცხვა;

 ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის შესყიდვების პროცედურების წარმართვა;

 ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით ბსუ-ს შესყიდვების გეგმის შედგენისა და კორექტირების პროცესის ორგანიზება;

გ) უნივერსიტეტის შესყიდვებთან დაკავშირებით, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბაზრის კვლევა- ანალიზის ჩატარება და მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა;

დ) უნივერსიტეტის შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება;

ე) კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის პროცესის ორგანიზება;

ვ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით ზედამხედველობა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და ამ მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა (,,დამატებითი შეთანხმებების” შედგენა და სხვა);

ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

 

დეპარტამენტის უფროსი - გურამ გვარიშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: ggvarishvili@gmail.com

ტელ: +995(422) 27 17 42

მისამართი: ქ. ბათუმი  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. N32/35; I კორპუსი, ოთახი N9.

დებულება

  სამუშაოთა აღწერილობა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა