ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში გამოცდების ერთიანი სისტემის დანერგვასა და სწავლის ხარისხის ამაღლებას.
საგამოცდო ცენტრის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტში გამოცდების (აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე შუალედური, დასკვნითი/დამატებითი გამოცდების, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების, მობილობის პროცესის თანხმლები გამოცდების, უცხო ენის ცოდნის განმსაზღვრელი და სხვა) ორგანიზება და ჩატარება, საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტში მოქმედი ,,გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის“ და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით;
ბ) უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის გამართული ტექნიკური აღჭურვილობით და სამართლებლივ გარემოში წარმართვის ორგანიზება და ხელშეწყობა, მათ შორის სტუდენტთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფით, მათთვის გამოცდის ჩატარების წესის, ვადების და ფორმატის, ასევე გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება;
გ) უნივერსიტეტის სტუდენტების საგამოცდო შეფასებების შესახებ ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა;
დ) საგამოცდო ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა და სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება;
ე) ფაკულტეტების დარგობრივი დეპარტამენტებიდან საგამოცდო მასალის (ტესტების, ბილეთების, დავალებების) წარმოდგენაზე, მათ შორის მათი განახლების ვადების დაცვის მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ვ) ცენტრის საქმიანობის აკადემიური კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, გამჭირვალობის პრინციპების დაცვით წარმართვა;
ზ) ცენტრის ფუნქციათა ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების განსაზღვრული აქტივობების, რექტორის, რექტორის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ბსუ-ს საგამოცდო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12, კორპუსი IV, ოთახები N305 , N311, N312 - საგამოცდო პროცესისათვის, N301 - სპეციალისტები, ცენტრის უფროსი N306
საგამოცდო ცენტრის უფროსი: ეკა ბაღდოშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: e.bagdoshvili@bsu.edu.ge; ekabagdoshvili@mail.ru
ტელ: +995(422) 29 29 73
სამუშაოთა აღწერილობა
საგამოცდო ცენტრის დებულება
ბსუ-ს საგამოცდო ცენტრის პერსონალისათვის დადგენილი ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უკან |