ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახური არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.
სამეცნიერო კვლევების სამსახურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ამ მიზნით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
ბ) სტუდენტთა მიერ სამეცნიერო კომპონენტის შესრულების, სადოქტორო ნაშრომების დასახელების და სამეცნიერო ხელმძღვანელების შერჩევა-დამტკიცების, ნაშრომების წინასწარი/საჯარო დაცვების, შეფასებისა და სხვა პროცედურების დადგენილ ვადებში განხორციელების და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
გ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შესრულებული სადისერტაციო ნაშრომების საერთაშორისო რეცენზირების პროცედურის ხელშეწყობა (რეფერატის გაგზავნა, ექსპერტთან ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება) და ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებთან თანამშრომლობით უცხოელ ექსპერტთა ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა; ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის დოქტორანტთა სადისერტაციო ნაშრომების გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) უნივერსიტეტის სტუდენტთა სადოქტორო ნაშრომებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ელექტრონული ბაზის შექმნა;
ე) უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიებების (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, კონგრესი, სემინარი, სამეცნიერო ფესტივალი) ჩატარების ხელშეწყობა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებასთან დაკავშირებით სტუდენტთა და პერსონალის კონსულტირება;
ვ) უნივერსიტეტის პერსონალისთვის სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო, საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მუშაობის სპეციფიკისა და საკონკურსო პირობების გაცნობა, ასევე პროექტების მართვის საკითხებში კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება; სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის ხელშეწყობა, წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტაციების გაწევა; ამ მიმართულებით უნივერსიტეტში არსებული საგრანტო ოფისის მუშაობის კოორდინირება;
ზ) შიდა საუნივერსიტეტო მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსის ორგანიზება, გამარჯვებული პროექტების შესრულების შესახებ შუალედური, საბოლოო ანგარიშების წარმოდგენის მონიტორინგი, ამავე პროექტების ფარგლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების შესახებ ინფორმაციის აკადემიურ საბჭოზე წარდგენა და მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის დებულების შესაბამისი სხვა აქტივობის განხორციელება;
თ) „ბსუ-ს პერსონალის პროფესიული განვითარების დაფინანსებისა და სტატიის გამოქვეყნებისათვის წახალისების წესის“ მოთხოვნათა დაცვით კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების, ასევე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისათვის უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წახალისების ღონისძიების (ფულადი ჯილდოს) გაცემის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის და სამართლებრივი აქტის მომზადება;
ი) უნივერსიტეტის ფაკულტეტების დარგობრივი დეპარტამენტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) ყოველწლიური სამეცნიერო ანგარიშების საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის წარდგენის ორგანიზება;
კ) უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევით ერთეულებში შესრულებული კვლევების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურის წარმართვა;
ლ) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი ეფექტურად წარმართვისა და კვლევების შედეგების დანერგვა-გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
მ) სამსახურის ფუნქციათა ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორის, რექტორის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ. ბათუმი ნინოშვილის/რუსთაველის ქ. N32/35; კორპუსი III, ოთახი N2
სამსახურის უფროსი: თამარ მაჭუტაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: science@bsu.edu.ge
ტელ: +995(422) 29 21 78
ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახურის პერსონალის ფუნქციათა (სამუშაო) აღწერილობა
სამეცნიერო კვლევების სამსახურის დებულება
ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახურის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უკან |