
დეტროიტის მერსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლორი მაკდონალდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ამერიკელმა პროფესორმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: ,,სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს სკოლაში“ და დარგის სიახლეები გააცნო. განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამართულ სემინარზე უცხოელმა მომხსენებელმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ,,მასწავლებლის პროფესიის თავისებურებანი“ და ,,სწავლების თანამედროვე მეთოდები“.
| უკან |





