ბსუ-ში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის შეხვედრა გაიმართა დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტებთან. უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მათთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასასრულს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა როუზ გიოტმიოლერს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტისგან საჩუქრად წიგნი ,,აჭარის საგანძური“ და ბსუ-ს ფაბლაბის მიერ დამზადებული საქართველოს რუკა გადასცა, რომელზეც ნატოს ლოგოა გამოსახული.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა.

როუზ გიოტმიოლერი  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და წარმოადგენს ცენტრის ყოველწლიური პროექტის - ნატოს დღეები 2019-ის - გახსნით ღონისძიებას.

ნატოს დღეები საქართველოში 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა და პერსპექტივების შესახებ.

ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია 70 მდე საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება როგორც თბილისში ისე საქართველოს 10 რეგიონში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა