ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

სურათი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ოთხდღიანი სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავს მათემატიკის უახლესი სამეცნიერო მოღწევებისა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგების წარდგენას. 17 ქვეყნის 200-მდე მეცნიერი მოხსენებებს წარმოადგენს მათემატიკის აქტიურად განვითარებადი დარგების პრობლემატიკაზე. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია
  • გამოყენებითი ლოგიკა და დაპროგრამება
  • დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები
  • ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა
  • მათემატიკური განათლება და ისტორია
  • მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი
  • მათემატიკური ფიზიკა
  • ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა
  • ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი
  • ტექნოლოგიები, ქსელები, გამოთვლები და მათი გამოყენებები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა