ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მაიკროსოფტის ტესტირების ჯგუფის წევრის საჯარო ლექცია ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კომპანია მაიკროსოფტის ტესტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტრენერმა და php დეველოპერმა ერიკ დ. ვეიდმა საჯარო ლექცია გამართა.  შეხვედრა თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ჯგუფურ მუშაობასა და გუნდის ფორმირებას შეეხებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. საჯარო ლექცია ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ამერიკული კუთხის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები  ესწრებოდნენ.

ერიკ დ. ვეიდის საჯარო ლექციები ამერიკულ კუთხეში ივნისის თვის მანძილზე გაგრძელდება.

 იხილეთ განრიგი:

სამშაბათი, 13 ივნისი -16:00 - 18:00

ხუთშაბათი, 15 ივნისი - 16:00 - 18:00

სამშაბათი, 20 ივნისი - 16:00 - 18:00

ხუთშაბათი, 22 ივნისი - 16:00 - 18:00

სამშაბათი, 27 ივნისი - 16:30 - 18:30

ხუთშაბათი, 29 ივნისი - 16:30 - 18:30


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა