ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შემთხვევით პროცესთა მდგრადობის საკითხები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა ნინო სვანიძემ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გაიმართულ საერთაშორისო სემინარში თემაზე: „შემთხვევით პროცესთა მდგრადობის საკითხები“. მკვლევარმა მასობრივი მომსახურების თეორიისა და ინფორმაციული სისტემების მოდელირების სექციაში მოხსენება „ალბათური ანალიზი აღდგენადი დარეზერვებული სისტემისა ორი ტიპის მომსახურებით“ წარადგინა და განიხილა დარეზერვებული სისტემა ორი ტიპის მომსახურებით, ერთი აღმდგენითა და ერთი ჩანაცვლების ორგანოთი.

ასოცირებულმა პროფესორმა ნინო სვანიძემ ხუთდღიან სემინარში მონაწილეობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით მიიღო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა