ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფაკულტეტს სოფელ ზედა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები და ბსუ-ს კურსდამთავრებული, სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, გულნარა ვერძაძე ეწვივნენ. მოსწავლეებს ფაკულტეტის დეკანმა გულადი ფარტენაძემ გააცნო ფაკულტეტის სიახლეები. ფიზიკის დეპარტამენტის აკადემიურმა პირებმა ლალი კალანდაძემ, იზოლდა ჯაბნიძემ და ნუგზარ ღომიძემ მოსწავლეებს გააცნეს ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიები, აჩვენეს სახალისო ცდები.

მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა