29 მაისი 2019 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და გერმანიის ექსპერტთა სამსახურის (SES) თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეულმა ექსპერტმა ულრიხ ტროსიენმა ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „ტურიზმის სფეროში პერსონალის კვალიფიკაცია და კულტურათაშორისი კომუნიკაცია”. მასტერკლასი ტურიზმის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის მოეწყო, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გერმანიიაში სტაჟირებისთვის გაემგზავრებიან. გერმანიის ექსპერტთა სამსახური (SES - senior experten service) წარმოადგენს გერმანიაში დაფუძნებულ არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს დარგის ექსპერტებს განვითარებად ქვეყნებში განათლების მხარდასაჭერად.