31 მაისი 2019 წელი
მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 სამედიცინო ტურიზმის გამოფენის ფარგლებში გამართული ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა ტურიზმის ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტმა გაიარა. ახალგაზრდები გაეცნენ საერთაშორისო გამოფენის ჩატარების სპეციფიკას, მნიშვნელობას და მონაწილოება მიიღეს ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში. სტაჟირების პროგრამის დასასრულს, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო ექსკურსია ქალაქ ტრაპიზონში. ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ქალაქის ღერშესანიშნაობები „მცირე აიასოფია“ და „უზუნ გოლი“. ახალგაზრდებმა ასევე მოინახულეს ავრაზიის უნივერსიტეტის სამედიცინო და გასტრონომიული ლაბორატორიები, ტურიზმის პროფესიული სასწავლებელი, შეხვდნენ საქართველოს გენერალურ კონსულს ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძეს და თურქეთის რესპუბლიკის ტურისტული სააგენტოების გაერთიანების წარმომადგენლებს.