7 ივნისი 2019 წელი

5-6 ივნისს ერაზმუს+-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის, რუანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის მობილობის მართვის კოორდინატორი სონია ფაფინი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა 2019-2020 სასწავლო წლისთვის ქართველი და ფრანგი სტუდენტების მობილობა და სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობა. შეხვედრა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის და საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.