ტურიზმის ფაკულტეტი

სტუდენტთა საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა გერმანიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ,,ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის” მაგისტრატურის სტუდენტებმა 22-29 სექტემბერს, ბერლინსა და ჰამბურგში მონაწილეობა მიიღეს „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ სტაჟირების პროგრამაში. ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში სასწავლო შეხვედრები გაიმართა გერმანიის წამყვან სასტუმროთა ქსელში (Pierdrei, Fairmont, Henri, Mercure, Motel One, Scandic). ვიზიტის ფარგლებში სასტუმროს გენერალურმა მენეჯერებმა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს მასპინძლობის ინდუსტრიის მუშაობის თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები.

საინფორმაციო შეხვედრები   გაიმართა ასევე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან (DSR Hotel Holding GmbH, Sparkassen Tourismbarometers, Regenbogen Ferienanlage, Fresenius), რაც მიზნად ისახავდა ინდუსტრიის სიახლეების გაცნობას და სტუდენტთა კარიერული განვითარების შესაძლებლობების გამოვლენას.

სტაჟირების პროგრამა განხორციელდა მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტის, ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ შტეფან გერჰარდის  ორგანიზებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა