24 დეკემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეიმურაზ აბესაძის სახელმძღვანელოს „სოფლად კერძო საკარმიდამოზე ტურიზმის ბიზნესის ორგანიზება და მართვა“ წარდგენა გაიმართა. წიგნი ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს დახმარებას გაუწევს სოფლად ტურიზმის პროდუქტების მოდელირებაში და ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას. სახელმძღვანელო საერთაშორისო ნორვეგიულ-ქართულ-ყირგიზულ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მომზადდა და ნორვეგიის სოფლის რეგიონებში ტურიზმის სამეწარმეო საქმიანობაში მოწინავე გამოცდილებებს ეყრდნობა.