ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-მ „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოებაზე სიგელი რამდენიმე ნომინაციაში მიიღო

სურათი

ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები, კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სიგელი რამდენიმე ნომინაციაში მიიღო. ასევე, დაჯილდოების ცერემონიაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა საუკეთესო გიდს სალომე გორგილაძეს ჯილდო გადასცა.

ბსუ-მ  „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოებაზე სიგელი შემდეგ ნომინაციებში მიიღო:

  • ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტს მადლობის სიგელი გადაეცა  ტურიზმის  სფეროს საინფორმაციო მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის
  • ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის კვლევით ინსტიტუტს მადლობის სიგელი გადაეცა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერს,  კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელს იზოლდა მაჭუტაძეს მადლობის სიგელი გადაეცა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია მუსიკალურად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდმა გააფორმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა