26 მარტი 2025 წელი

რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმის“ ლიდერთა გუნდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. სასტუმროს ლიდერებმა სტუდენტებს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტები, სასტუმროს მართვა, სტრუქტურა, მიმდინარე ვაკანსიები და კარიერული ზრდის შესაძლებლობები გააცნეს.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები, მიეღოთ რჩევები და უკეთ გაეგოთ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვის გზები.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებს მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და უშუალო კონტაქტი დაამყარონ ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებთან, რაც მათ კარიერულ წარმატებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.
ტურიზმის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრების, მასტერკლასებისა და პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტების განხორციელების მიზნით.