4 აპრილი 2025 წელი

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025’’ საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტი ჩაერთო და ერთი თვის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გამოფენის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში. საერთაშორისო გამოფენა მიმდინარე წლის 9-11 მაისს გაიმართება.