8 სექტემბერი 2025 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით იწყებს პარტნიორობას Kouzon Corporation-თან. თანამშრომლობის მიზანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
-
სეზონურ დასაქმებას საბერძნეთში, კვიპროსზე, ხორვატიასა და გერმანიაში;
-
პრაქტიკულ და კარიერულ სტაჟირებებს საერთაშორისო კომპანიებში;
-
დასაქმებას საკრუიზო გემებზე კურსდამთავრებულთათვის;
-
მონაწილეობას Erasmus+ და სხვა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში.
Kouzon Corporation – ბალკანეთის უდიდეს დასაქმების სააგენტოა, რომელიც 1997 წელს დაარსდა ვენაში და სათაო ოფისი სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია) მდებარეობს. კორპორაცია წარმოდგენილია 4 კონტიტენტის 18 ქვეყანაში და ყოველწლიურად ასაქმებს 1200-ზე მეტ ადამიანს წამყვან საკრუიზო და სასტუმრო ბრენდებში.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ურთიერთობების ჩარჩოს და უზრუნველყოფს ერთობლივი ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას.
აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და ასევე განამტკიცებს საქართველოს ცნობადობას გლობალურ დონეზე.