ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბჭო 2025 წლის 02 ოქტომბერს აცხადებს ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს.
ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 10 ნოემბერს (კენჭისყრის დღე) 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, N119 აუდიტორიაში (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N32, ბსუ-ს N2 კორპუსი, პირველი სართული).
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 03 ნოემბრიდან 07 ნოემბრის ჩათვლით (სულ 5 დღე), 11:00-დან 15:00 საათამდე, ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ბსუ-ს N1 კორპუსი, პირველი სართული, ოთახი №14).
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია (კანდიდატად რეგისტრაცია) ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დასაქმების შესახებ;
ვ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა;
შენიშვნა: კანდიდატს, რომელსაც აღნიშნული ცნობა ბსუ-სთან შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოდგენილი აქვს 2025 წლის აგვისტოში, არ ესაჭიროება დამატებით ახალი ცნობის წარმოდგენა).