9 ოქტომბერი 2025 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტი ანასტასია ტროიანოვა 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლას პოლონეთში, გდანსკის ფიზიკური განათლებისა და სპორტის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე გააგრძელებს. ანასტასია ტროიანოვა სპეციალობის შესაბამისად გაივლის ტურიზმის მდგრადი განვითარების, ტურიზმის ეკონომიკის, საექსკურსიო საქმესა და ტურიზმის სატრანსპორტო უზრუნველყოფის სასწავლო კურსებს.
სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი უნივერსიტეტის კომისიის მიერ ჩატარდა და კონკურსანტებს შორის საუკეთესო მონაწილე ინგლისური ენის ცოდნის, კომუნიკაციის უნარისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამოავლინა.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის მობილობა აჭარის ა.რ. განათლების და სპორტის სამინისტროსა და ბსუ-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე სრულად დაფინანსებულია.