ტურიზმის ფაკულტეტი

ფრანგული ენის ლექტორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა

სურათი

ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ფრანგული ენის ლექტორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ფრანგული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის (Table ronde) ფორმატში წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკა, ინოვაციური სწავლების მეთოდები და სასწავლო რესურსები, ასევე იმსჯელეს თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ეფექტიან გზებზე.

შეხვედრა ჩატარდა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედ დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში (CEF Batoumi), ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF), აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის (APFA), რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.

შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებაში, გამოცდილების სისტემურ გაზიარებასა და ფრანკოფონული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა