27 მარტი 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტზე აჭარის დასაქმების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებისა და სერვისების შესახებ, ასევე გაეცნენ დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროფესიული უცხო ენების კურსებმა (ინგლისური, გერმანული, რუსული), რომლებიც მონაწილეებს პროფესიული ტერმინოლოგიის გაღრმავებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომუნიკაციის უნარების განვითარებაში დაეხმარებათ.