ტურიზმის ფაკულტეტი

საერთაშორისო გამოფენის EBIT 2026 სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან საერთაშორისო გამოფენის ,,EBIT 2026“ სტაჟირების პროგრამის თემაზე შეხვედრა გაიმართა. ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2026’’ საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან და ერთი თვის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გამოფენის დაგეგმვა-განხორციელების  პროცესში. 

სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და მისი შესაძლებლობები გააცნო თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ. პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში ინტეგრირება.

სტაჟირების დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • სიღრმისეულ ანალიზს: ტურიზმის ორგანიზაციების მართვის პრინციპებისა და შრომის ბაზრის ტენდენციების გააზრებას
  • კრიტიკულ აზროვნებას: რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში პრობლემების იდენტიფიცირებასა და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბებას
  • ინოვაციურ მიდგომებს: პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, სერვისების გაუმჯობესებასა და ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებას
  • გუნდურ მუშაობას: პროფესიული ეთიკის დაცვით, გუნდში ეფექტიანად მუშაობასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას
  • მდგრად განვითარებას: ტურიზმის მდგრადი განვითარების ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები ექსკურსიით თურქეთში გაემგზავრებიან, რომელსაც თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან მჟავანაძე უხელმძღვანელებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა