22 აპრილი 2026 წელი

დედამიწის დაცვის დღე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის VII დ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ეკოტურიზმი – ბუნების დაცვა და პასუხისმგებლიანი მოგზაურობა მომავლისთვის“.
გაკვეთილი ჩაატარა ტურიზმის ფაკულტეტის, ტურიზმის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტმა თამთა ქარცივაძემ, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელთან კოორდინაციით. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დედამიწის დაცვის მნიშვნელობასა და მის კავშირზე ეკოტურიზმთან.
მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ აქტივობებში - შექმნეს თემატური პოსტერები და სკოლის ეზოში ცარცით გამოხატეს საკუთარი ხედვა გარემოს დაცვის შესახებ.
ღია გაკვეთილმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და ერთდროულად მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.