18 აპრილი 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის 1-ელი კურსის, მე-2 და მე-3 სალექციო ჯგუფის სტუდენტები მხარეთმცოდნეობის სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში (ლექტორები: კახაბერ ქამადაძე, ნათია თავდგირიძე) იმყოფებოდნენ გონიო-აფსაროსის ციხეში.
სასწავლო პრაქტიკა მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევების გამომუშავებასა და განმტკიცებას. სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ციხის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა შენობა-ნაგებობობებს და მათ ფუნქციას, ასევე ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალებს. მოისმინეს ლექცია გონიოს ციხის ისტორიის, მისი მნიშვნელობისა და როლის შესახებ სხვადასხვა ეპოქებში.