16 აპრილი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი აქტივობა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომლის ორგანიზატორი იყო მხარეთმცოდნეობის საგნის ლექტორი ნათია თავდგირიძე.
მხარეთმცოდნეობის კურსის ფარგლებში, ლექციის თემიდან გამომდინარე, სტუდენტებმა მოინახულეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარის) ანტიკური ხანის ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია ფიჭვნარის ნაქალაქარზე. ასევე დაათვალიერეს მუზეუმში დაცული მრავალი საინტერესო ექსპონატი, როგორც უძველესი, ისე თანამედროვე პერიოდის, რაც სტუდენტებს ეხმარება უკეთ გააცნობიერონ რეგიონის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.