29 აპრილი 2026 წელი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის (BS-24-180) ფარგლებში ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა თანამედროვე ტურიზმში გეოინფორმაციული სისტემების მნიშვნელობასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აჭარის ზღვისპირეთის პირველი ელექტრონული არქეოლოგიური რუკის შესახებ - ინოვაციური პლატფორმის, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება ტურისტული მარშრუტების დაგეგმვის, ახალი მიმართულებების აღმოჩენისა და ექსკლუზიური ტურისტული პროდუქტების შექმნის პროცესში.