8 მაისი 2026 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტმა „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის - პოზნანის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის (AWF Poznań) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
დოქტორმა კაროლინა ბუკოვსკა-გოლობეკმა და დოქტორმა ბეატა პლუტამ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ პერსპექტივებზე, რომლებსაც „Erasmus+“-ის პროგრამა სთავაზობს ახალგაზრდებს. საერთაშორისო მობილობა სტუდენტებს შესაძლებობას აძლევს მიიღონ ევროპული გამოცდილება, გაიღრმავონ ცოდნა და დაამყარონ პროფესიული კავშირები.