ტურიზმის ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო გამოცდილებას აგრძელებენ

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტის  II კურსის  სტუდენტი  ელენე წითელაძე და IV კურსის სტუდენტი  მარიამ თედორაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/2026 სასწავლო წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდნენ საფრანგეთში, University of Angers-ის ტურიზმის ეროვნულ ინსტიტუტში ESTHUA (Institut National de Tourisme).

პროგრამამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაცნობოდნენ ევროპულ საგანმანათლებლო გარემოს, გაეფართოებინათ პროფესიული ხედვა და მრავალკულტურულ სივრცეში განევითარებინათ როგორც აკადემიური, ისე პიროვნული უნარები.

სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა ტურისტული და სასტუმრო ობიექტები, მონაწილეობა მიიღეს გასვლით ტურებსა და ექსკურსიებში, მათ შორის ანჟეს ისტორიულ შატოსა და ციხესიმაგრეში. ასევე, ქალაქგარეთ გასვლების ფარგლებში ადგილზე გაეცნენ ტურისტულ მარშრუტებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმის მართვის პრაქტიკულ ასპექტებს, რამაც მათ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გაუღრმავა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა