ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის ტრენინგი გაიმართა

სურათი

21-22 მაისს, ტურიზმის ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას ყოველწლიურად ატარებს კომპანია Solutions Holding GmbH-ის აღმასრულებელი დირექტორი, გერმანიის სასტუმროს კონგრესის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ბსუ-ს საპატიო დოქტორი შტეფან გერჰარდი.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტებზე, სასტუმრო ინდუსტრიის ძირითად მიმართულებებსა და ოპერირების სპეციფიკაზე. პროგრამა ასევე შეეხო სასტუმროს განვითარების, მართვისა და ინვესტიციების საკითხებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები საინფორმაციო ტურით ესტუმრნენ Rooms Hotel Batumi-ს, სადაც გაეცნენ სასტუმროს მუშაობის პროცესსა და მომსახურების სტანდარტებს. ტრენინგის ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ტრენინგის შედეგად შერჩეული სტუდენტები სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ წამყვანი სასტუმროების მუშაობის პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებას.

პროფესორი შტეფან გერჰარდი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ფაკულტეტთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა