ტურიზმის ფაკულტეტი

ვიზიტი პოლონეთის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ლელა დევაძე 11-15 მაისს ვიზიტით პოლონეთში, PANS w Krośnie-ის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ლელა დევაძემ პოლონელ სტუდენტებს ლექციები და ვორქშოფები ჩაუტარა ტურიზმის მდგრადი განვითარების და რესურსების რაციონალური გამოყენების მიმართულებებზე, რომლებიც ტურიზმის ფაკულტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ვიზიტის განმავლობაში ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები პოლონელ კოლეგებთან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განვითარებას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა