ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები : ანელი ბოლქვაძე და ნინი მსხილაძე გერმანიაში, სასტუმრო Schlossgut Gross Schwansee-ში, სამთვიან საერთაშორისო - სასწავლო პრაქტიკას გაივლიან.

საერთაშორისო პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატება მიულოცა ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, ნარგიზ ფალავანდიშვილმა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ახალი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ წარმატებული გზა უსურვა.

პრაქტიკის პერიოდში სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან სასტუმროსა და რესტორნის ოპერირების თანამედროვე სტანდარტებს, აქტიურად ჩაერთვებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში და რეალურ პროფესიულ გარემოში გამოიყენებენ უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას. აღნიშნული გამოცდილება მათ დაეხმარება პრაქტიკული უნარების დახვეწაში, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო გამოცდილების დაგროვებაში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა