ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო პრაქტიკაზე გერმანიაში გაემგზავრნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები: ნინი ვერულიძე და ელენე გოგუაძე, გერმანიაში, საერთაშორისო საბორნე ოპერატორ კომპანია Scandlines Deutschland GmbH-ში, სამთვიან საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკას გაივლიან.

პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან სტუმართა მომსახურების, ტურისტული სერვისების ორგანიზებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების პროცესებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში დამკვიდრებულ თანამედროვე სტანდარტებს, საერთაშორისო გარემოში მომსახურების მართვის სპეციფიკას და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება მრავალკულტურულ სამუშაო სივრცეში.

საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკა ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული და კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებას. აღნიშნული გამოცდილება მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება, გაიფართოონ პროფესიული ხედვა და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა თანამედროვე შრომის ბაზარზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა