25 აგვისტო 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალაბრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, ლიკა ცეცხლაძე, 2026-2027 წლის შემოდგომა-ზამთრის სემესტრში სწავლას ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლატვიაში, ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ViA) გააგრძელებს. ლიკა 5 თვის განმავლობაში ისწავლის „ტურიზმის ორგანიზაცია და მართვის“ პროგრამაზე, სადაც გაიღრმავებს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში.