1 სექტემბერი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა გერმანიაში, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში, სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს.
პრაქტიკა განხორციელდა ბსუ-სა და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს (Internationales Institut für Hospitality) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
მსგავსი საერთაშორისო მობილობის პროგრამები სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ მათი პროფესიული უნარების და კომპეტენციის განვითარებას, არამედ საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მიდგომების უკეთ გააზრებას, რაც მათ გლობალურ ტურიზმის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება.
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას და სტუდენტებისთვის მობილობის პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.