26 სექტემბერი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ოფიციალური ვიზიტი აქსარაის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა.
ვიზიტის პროგრამა მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვას.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა:
-
აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები;
-
ტურიზმისა და ჰოსპიტალიზაციის მენეჯმენტის მიმართულებით საუკეთესო აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების (მათ შორის, გასტრონომიული ტურიზმის სფეროში) გაზიარება;
-
ერთობლივი კვლევითი ინიციატივებისა და სამომავლო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა;
-
სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობების განხილვა.