ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტზე ახალგაზრდული მეწარმეობის შესახებ ტრენინგი გაიმართა

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკერიამ პრაქტიკული და ინტერაქციული ტრენინგი ჩაატარა თემაზე - „როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნესად?“. ღონისძიება განხორციელდა ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით, პროექტ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE-2)“ - ფარგლებში.

საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების, კრეატიულობისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ მეწარმეობის ძირითად პრინციპებს, ბიზნესიდეების განვითარების ეტაპებსა და მათი რეალიზების შესაძლებლობებს. პრაქტიკულ ნაწილში იმუშავეს საკუთარი იდეების განვითარებასა და ბიზნესშესაძლებლობების განსაზღვრაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა